ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ კოლეგებს საბჭოს საქმიანობის ფორმატი გააცნო.

„ეს საბჭო არის ერთგვარი მაკოორდინირებელი ინსტიტუცია ყველა იმ აქტივობისა, რაც კი ქვეყანაში ხორციელდება ბავშვთა უფლებების დაცვასთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეხვედრაზე შეიმუშავეს სამუშაო გეგმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს  ქვეყანაში ყველა ბავშვის უფლების მაქსიმალურად დაცვას, ბავშვის უფლებათა კოდექსის და ყველა იმ საკანონმდებლო აქტის სწორად აღსრულებას, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას ემსახურება.

კომენტარები
იტვირთება...