ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, აშშ-ს რეგულატორი მომხმარებლებს Peloton-ის სარბენი ბილიკის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

შაბათს, აშშ-ს უსაფრთხოების მარეგულირებელმა ორგანომ გააფრთხილა ადამიანები, რომ შეწყვიტონ Peloton-ის სარბენი ბილიკის გამოყენება. ეს გაფრთხილება გავრცელდა ერთი ბავშვის გარდაცვალებისა და დაახლოებით 40-ის დაშავების შემდეგ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

აშშ-ს სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისიამ განაცხადა, რომ მან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვები და შინაური ცხოველები მოყვნენ სარბენი ბილიკის უკანა როლერის ქვეშ, რის შედეგადაც მათ მიირეს მოტეხილობები, ნაკაწრები, ხოლო ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

კომისიამ YouTube-ის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბავშვი სარბენი ბილიკის ქვეშ არის მოქცეული.

Peloton Interactive Inc.-მა პრესრელიზში განაცხადა, რომ გაფრთხილება “არაზუსტი და შეცდომაში შემყვანია”. მასში ნათქვამია, რომ სარბენი ბილიკის გამოყენების შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს, თუ ბავშვები და შინაური ცხოველები მისგან მოშორებით არიან, თუ ის არ არის ჩართული და თუ უსაფრთხოების გასაღები ამოღებულია.

მაგრამ უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ მინიმუმ ერთ ეპიზოდში ბავშვი სარბენი ბილიკის ქვეშ მოექცა, როდესაც მშობელი მასზე დარბოდა, რაც ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს ბავშვებისთვის მშობლების თანდასწრებით.

კომისიამ განაცხადა, რომ თუ მოზრდილებს სარბენი ბილიკის გამოყენება სურთ, ისინი მხოლოდ ჩაკეტილ ოთახში უნდა გამოიყენონ, რათა ბავშვები და შინაური ცხოველები მისგან შორს იყვნენ. როდესაც არ იყენებთ, სარბენი ბილიკი უნდა იყოს გათიშული, ხოლო უსაფრთხოების გასაღები ამორებული და დამალული.

Peloton უფრო ცნობილია თავისი სტაციონარული ველოსიპედებით, მაგრამ მან სარბენი ბილიკი შემოიტანა დაახლოებით სამი წლის წინ და ახლა მას Tread + უწოდებს. ის 4 000 დოლარზე მეტი ღირს.

Peloton-ის აღჭურვილობის გაყიდვები გაიზარდა, რადგან პანდემიის ფონზე, ხალხი თავს არიდებს სპორტულ დარბაზებსა და ვარჯიშობს სახლში. კომპანიის შემოსავალმა 2020 წლის ბოლო სამ თვეში 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...