“ბავშვი საავადმყოფოში ჰყავდა, აბანავა და მიარტყა იქ, ტუალეტის იმაზე…” – 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი

4 წლის გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი ჟურნალისტებთან უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი მეუღლე შვილზე ძალადობდა. მისი თქმით, ბავშვს ჯანმრთელობის მრავლობითი პრობლემა ჰქონდა.

-სოცმუშაკები მოდიოდნენ თქვენთან? ასეთ პირობებში რომ ბავშვები ცხოვრობდნენ რას ამბობდნენ?
მე სახლში არ ვიყავი ხოლმე, გასული ვიყავი ვმუშაობდი. ლელა მეუბნებოდა, მოდიოდნენო და ეუბნებოდა, მოგვეხმარეთქო, რომ ბავშვს ვუმკურნალოთო და გადავარჩინოთო.

– არასდროს უცემია ბავშვი?

არა! ბავშვი იყო წყალთან ალერგიული.

თქვენი მეუღლე დაკავებულია, გამოძიება მას ძალადობას ედავება. უსამართლოდ არის დაკავებული?
უსამართლოდ არის დაკავებული, არ უცემია, არაფერი. ეგ მაგაზე ხელის ამწევი არ იყო, რადგან ბავშვი ძალიან დუინი. სახლში ვერ დადიოდა იქეცოდა. ჭამით ვერ ჭამდა, დავუჯდებოდი ხოლმე და ძალით ვაჭმევდი. ლელა მეუბნებოდა აღარ შემიძლია იქნებ შენ აჭამოო.

ორდერი თუ იყო გამოწერილი, როგორ მოხდა ბავშვით თქვენთან?

სავადმყოფოში რომ იყვნენ… ბავშვი აბანავა და მიარტყა თავი ტუალეტის იმაზე, რკინებია იქ. ტაშიდან უხტებოდა ხოლმე არ იყო ბავშვი წყალს მიჩვეული. როგორ შეიძლება 4 წლის ბავში სოსკებით და იმებიით… ძალიან დადუნებული ბავშვი იყო აქ რომ წამოვიყვანეთ, ფეხები ჰქონდა დაღრეცილი, ვერ დადიოდა, იქცეოდა. ვეუბნებოდი ლელას, თუ იქცევა წყლით მაინც მობანე-მეთქი, წყალს რომ ხედავდა, თუნცად ჭიქით, უკვე შოკში ვარდებოდა.
მეზობლები მოისყიდეს, უნდათ ჩემი ადგილი წამართვან.

-ვის?
სტამბის ხალხს, ვიღაც ნუკრი დოლიძეა. ჩემი მეუღლე ეწინააღმდეგებოდა ხოლმე და სწორედ მასზე გადაიტანეს იერიში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად