ბავშვები კომპიუტერებთან და პლანშეტებთან – ვირტუალური აუტიზმი რეალობაა!

მშობლების 90 პროცენტია აღიარებს, რომ მათი შვილები დღეში 5-6 საათს მაინც ატარებენ ტელევიზორებთან, მობილურ ტელეფონებთან ან პლანშეტებთან.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, პატარა ბავშვებისთვის ელექტრონული გაჯეტები დამანგრეველ ეფექტს იძლევა.ფსიქოლოგმა მარიუს ზამფირმა გამოიგონა ტერმინი “ვირტუალური აუტიზმი” და კოლეგებს საკუთარი გამოკვლევის შედეგები გაუზიარა.

უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვებს5-6 საათით ტოვებდნენ მარტო ვირტუალურ რეალობასთან, გამოვლენილი აქვთ ფსიქომოტორული მეტყველების და ქცევის დარღვევის ნიშნები.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვირტუალური აუტიზმი არაფრით განსხვავდებოდა კლასიკური აუტიზმისგან, განსხვავება მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვქონდა ბიოლოგიურ, ნევროლოგიურ განუვითარებლობასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ნეიროგანვითარების არსებობასთან, რომელიც გამოწვეულია ვირტუალური რეალობით.

ბავშვის ტვინი ვერ ვითარდება სათამაშოების და საგნებთან შეხების გარეშე. ხმაური და შუქი, რაც ეკრანიდან მოდის, მხოლოდ ფიზიკურად იზიდავს ბავშვის ყურადღებას. ამ შემთხვევაში ვერ ვითარდება გონება. ბავშვი მხოლოდ ეკრანიდან ხედავს სამყაროს მის გარშემო და ყალიბდება დამოკიდებულება, შუქზე და ხმაურზე, რაც ბავშვის იზოლირებას ახდენს გარე სამყაროსგან.

ამიტომაც არის, ბავშვებს ხმამაღლა რომ აქვთ ჩართული ტელევიზორები და პლანშეტები. ხმაური, მკვეთრი შუქი და კადრების სწრაფი მოძრაობა ბავშვში იწვევს ნეგატიურ ემოციებს, რომელიც ხშირ შემთხევვაში გადადის აგრესიულ და უკონტროლო ქცევაში. ექიმები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ 2 წლამდე ბავშვები რაც შეიძლება დიდხანს ასეირნონ ქუჩაში, ბუნებაში, აკონტაქტონ მათზე უფროსს ბავშვებთან და უფროსებთან, რომლებიც ისაუბრებენ მათთან. 3 წლის შემდეგ კი მათ მხოლოდ ერთი საათიტ მისცენ გაჯეტების გამოყენების საშუალება.

აუტიზმის ბავშვთა ცენტრმა დაიწყო კამპანია – შევაჩეროთ ვირტუალური აუტიზმი! მათი მიზანია, აამაღლონ ცნობიერება მსობლებში და კარგად აუხსნან მათ, თუ რას ნიშნავს, ტელევიზორისა და კომპიუტერის უკონტროლო ყურება

წყარო: ტვ პალიტრანიუსი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...