ბათუმში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ დანით დაჭრეს

ბათუმში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ დანით დაჭრეს. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, 35 წლამდე მამაკაცებს ბასრი იარაღით ჭრილობები ბარძაყისა და მკლავის არეში აქვთ მიყენებული.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამიძიება სსკ 118 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად