“ბატონო მოსამართლე, ჩვენ არ დავიმალებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვაჟკაცები ვართ!“

შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსის კახა ნაკანის მოადგილე გიორგი გულბიანმა სასამრთლო პროცესზე განაცხადა:

"ჩვენ მართალი ხალხი ვართ. ჩვენც სიმართლის ძებნაში ვართ. ჩვებ თვითონ გვინდა გაირკვეს სიმართლე. გასაგებია, ღმერთმა აცხონოს მათი სული. არცერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის სიკვდილს. ბატონო მოსამართლე, ჩვენ არ დავიმალებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვაჟკაცები ვართ".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და  შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ცააძეს, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ ლევან ბეროძეს, შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილ უფროსს კახაბერ ნაკანს და მისი ყოფილი მოადგილეს გიორგი გულბიანს, სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრებს: იასონ მილაძეს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, ზურაბ ჯოხაძეს, დავით ალელიშვილს, სოსო ჩაკვეტაიას და ალექსანდრე სანიკიძეს, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც არ არის დაკავებული (ქვეყნიდან არის გასული) აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად