“ბატონო კვირიკაშვილო, რას ნიშნავს საგარეჯოს გამგეობის უარი ბანერების ადგილის გამოყოფაზე?”

"მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანაში იდეალური საარჩევნო გარემოა შექმნილი. ბატონო კვირიკაშვილო, იქნებ დაინტერესდეთ, რატომ მეუბნება საგარეჯოს გამგეობა უარს ე.წ. ქუჩის ბანერებისათვის ადგილის გამოყოფაზე?", – ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"და როგორ მოხდა, რომ ყველა კერძო პირმა, ვისთანაც კონტრაქტი გვქონდა გაფორმებული, ერთი და იგივე დღეს უარი მითხრა, – კერძო საკუთრებაში არსებულ ფართზე განმეთავსებინა სარეკლამო ფირნიშები. უფრო საგულისხმო ისაა, რომ საგარეჯოში უკვე გამოფენილია ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატთა ბანერები. შეხმატკბილებაც ასეთი უნდა.

14 სექტემბერს ევროკავშირის ელჩებთან მაქვს შეხვედრა. აუცილებლად ვისაუბრებ უთანასწორო საარჩევნო გარემოზე. ჩემი მხარდამჭერების დატერორების ფაქტებზე. აქვე გატყობინებთ, რომ ამ დღეებში საგარეჯოში დავიწყებ ჩემი ფირნიშების დადგმას.

იმის მიუხედავად, რომ გამგეობა წინააღმდეგია. თან, ფრაზაა საინტერესო. "არამიზანშეწონილად მიგვაჩნია თქვენი ფირნიშების განთავსებაო". მეც არამიზაშეწონილად მიმაჩნია მსგავსი უკანონობა და სიბეცე. გამოუძახეთ პატრულს. მოემზადეთ. თქვენგან არაფერი გამიკვირდება. გმადლობთ", – წერს ინაშვილი facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად