“ბატონო ბიძინა გეყოთ ქართველების მოტყუება, არ გაპატიებთ ჩვენი ერის შეურაცხყოფას” – აქცია ფოთში

ფოთში,აქცია გაიმართა, სადაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციას გამოეხმაურნენ. რომელიც პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილების გამო იმართება, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი 2020 წლისთვის პპროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. 

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ეპოქა უნდა დასრულდეს, რადგან მან ქართველი ხალხი არაერთხელ მოატყუა და კიდევ ბევრჯერ მოატყუებს. ,

,ჩვენ მხრადაჭერას, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში მიმდინარე აქციაზე გამოსულ ხალხს. გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევუერთდით მათ და ამიტომ პროტესტი ამ ფორმით აქ გამოვხატეთ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და კიდევ ბევრჯერ მოატყუებს. საკმარისია, ბოლოს და ბოლოს ბატონო ბიძინა, გეყოთ.არ გაგივათ ის ოინები , რაც თქვენ გაქვთ დასახული. მე პირადად , როგორც ერთ-ერთი მეომარი გპირდებით, არ გაპატიებთ ქართველი ერის შეურაცხყოფას და სულში ჩაფურთხებას,“- განაცხადა აქციის მონაწილე თეიმურაზ შურღაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად