ბატიაშვილი: წელს 55 ათასი კომპიუტერი შევა სკოლებში და ეს აღარ იქნება ნეთბუქები

ამის შესახებ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

“პედაგოგების კვალიფიკაციასთან ერთად უნდა შეიცვალოს მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ. ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს კლასში, ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და ა.შ 150 სკოლაში ახალი მიდგომების დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს და იმ გეგმას მივყვებით, რომლის მიხედვითაც 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომით დავფარავთ ყველა სკოლას ქვეყანაში.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიების შეტანა. მოთხოვნა ტექნოლოგიების მიმართ იზრდება და ის ინტეგრირებულია სწავლებაზე და მის გამოყენებაზე. მინდა გითხრათ, რომ წელს სექტემბერში 55 ათასი კომპიუტერი შევა სკოლებში და ეს აღარ არის ნეთბუქები, არამედ ეს იქნება სრულფასოვანი კომპიუტერები, რომლებსაც ბავშვები მომავალშიც გამოიყენებენ. ამ კომპიუტერებში ყველა ლიცენზირებული პროგრამა იქნება ინტეგრირებული.

ასევე მნიშვნელოვანია სკოლების WIFI-ით უზრუნველყოფა. დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სივრცე ინტერნეტის გარეშე და სწორედ ამიტომ წლევანდელ წელს უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა და სკოლების მეოთხედი გადაფარულია უსადენო ინტერნეტით.“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...