ბატიაშვილი: ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯის შემოყვანაზე

ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებული კომიტეტების მოსმენაზე განაცხადა.

“ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯის შემოყვანაზე, საუბარია ჯიხაისში პროფესიული კოლეჯის მიმართულებით. ეს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ჩასატარებელი სამუშაოა და როგორც კი ეს სამუშაო დასრულდება, სამინისტრო მზად არის, რომ ეს პროექტი დააფინანსოს.

ამერიკელებთან ერთად მარალი ხარისხის კოლეჯის შექმნა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესშია, ამიტომ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მის განხორციელებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად