ბატიაშვილი: სკოლის სახელმძღვანელოები გაუმჯობესდება, დაგეგმილია საერთაშორისო გამომცემლობებთან მუშაობა

ამის შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა მიმდინარეობს მუშაობა სკოლის პედაგოგებთან ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია სწავლების ხარისხთან.

სახელმძღვანელოები გაუმჯობესდება. დაგეგმილი გვაქვს როგორც ჩვენს ავტორებთან ასე საერთაშორისო დიდ გამომცემლებთან მუშაობა, რომელიც დაგვეხმარება რომ ქართველ ავტორებთან ერთად საქართველოში შემოვიდეს მაღალი განათლების, მაღალი ხარისხის სასწავლო მასალები.” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად