ბატიაშვილი: მზად ვართ, პედაგოგების ანაზღაურების ზრდაზე სექტემბრიდან ვიზრუნოთ

ამის შესახებ, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ინტერპელაციის წესით პარლამენტში განთლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

“პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდა ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდაზე სექტემბრიდან ვიზრუნოთ. ჩვენ არ დაველოდებით შემდეგ წელს. ამ მიმართულებითაც ბევრი რეფორმაა. ეს არის პედაგოგების პირობების გაუმჯობესება, და ეს გაზრდილი დაფინანსება წლების მიხედვით სწორედ იქითკენ იქნება მიმართული, რომ პედაგოგის პირობები გაუმჯობესდეს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...