ბატიაშვილი: გიორგაძის შემცვლელზე ამ ეტაპზე საუბრები არაა, მათ შორის არც კალანდიას კანდიდატურაზე

ასე უპასუხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ ვინ შეცვლის მიხეილ გიორგაძეს და განიხილება თუ არა მიხეილ კალანდიას კანდიდატურა.

ბატიაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად არანაირ კანდიდატზე არ მიდის საუბარი. მათ შორის არც გიორგი კალანდიას კანდიდატურაზე.

“ყველაზე მთავარია ჩვენთვის, რომ კულტურის სფეროში, ისევე როგორც განათლების მიმართულებით დავიწყეთ დავიწყოთ ძირეული ცვლილებები. კანდიდატურებზე ამჟამად არანაირ კანდიდატზე არ მოდის საუბარი. მათ შორის იმ კანდიდატზე რომელიც ახსენეთ არანაირი საუბარი არ მიდის”- განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად