ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა (ვიდეო)

ქალაქის რამდენიმე უბანში, შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილებაც.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. რაც ძირითადად, ეზოების დატბორვას უკავშირდებოდა.

ბათუმის წყლის ინფორმაციით მომდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

“ბათუმში ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაზე დაფიქსირდა დატბორვა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები. ჭების თავზე დაგროვილმა ნაგავმა რომ არ შექმნას გამტარუნარიანობის მხრივ პრობლემა, ვასუფთავებთ. 24 საათის განმავლობაში ჯგუფები მობილიზებული გვეყოლება იმ ადგილებში, სადაც პრობლემა შეიქმნება”, – აცხადებენ “ბათუმის წყალში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად