ბათუმში უეფა-ს სტანდარტის სტადიონის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება

ბათუმის სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისადაა დაპროექტებული და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. არსებული გეგმით, მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა უკვე დასკვნით ეტაპზეა და მოედნის მოსახვა- მოპირკეთება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეონომიკის მინისტრმა “აიპრესს” განუცხადა, რომ მშენებლობა ვადაზე ადრე, მომავალი წლის ზაფხულისთვის უკვე დასრულებული იქნება. ოფიციალური ინფორმაციით უეფას სტანდარტის სტადიონი უნივერსალურ სპორტულ კომპლექს მოიცავს, რომელიც სპორტული ტანვარჯიშის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, სპორტული ცეკვების, კრივის, ტაეკვანდოს, ჭადრაკის და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზებს გააერთიანებს.

უეფას სტანდარტის უნივერსალური სპორტული კომპლექსის პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია. პროექტის ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში ორჯერ გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად