A1 ბანერი

ბათუმში წყალგაყვანილობის სამუშაოებზე 3 მუშა დაშავდა

მესხის ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილებზე მუშაობის დროს სამივე მათგანს მიწა დაეყარა.

დაშავებულები სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მედიკოსების ცნობით სამივე მათგანი კონტაკტური იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებიდათ.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...