ბათუმში, წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ბათუმში, წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ’’-ს ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობს.

“ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაძრის გადახურვითი სამუშაოები”, – აცხადებენ სააგენტოში.
ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 700 ათსი ლარია. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.
ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ტაო-ტბელი“ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად