ბათუმში, ცხელების ცენტრებში ჰოსპიტალიზებული 25 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ცხელების ცენტრებში დილიდან ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე 25 პაციენტი. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათი ლაბორატორიული კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამასთან, კვლავ გრძელდება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების მიზნობრივი კვლევები.

პარალელურად, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში იკვლევენ კარანტინში მყოფ იმ პირებსაც, ვისაც იზოლაციის პერიოდი დაუსრულდა და შეზღუდვები ეხსნება.
აჭარაში განთავსებულ საკარანტინო ზონებში, ამ დროისთვის ათას 340 პირი რჩება. საკარანტინო სივრცე ჯამში, უკვე დატოვა 5018-მა მოქალაქემ.
უკვე მერვე დღეა, აჭარაში ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის 15 პაციენტი რჩება, მათგან 13 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობისაა, ორი კი რეამინაციულ განყოფილებაში რჩება. თანმხლები დაავადებების გამო, მედიკოსებმა ერთი მათგანი, მართვით სუნთქვაზე გფადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად