ბათუმში ცენტრალურ პარკში (GCAP) სამუშაო ჯგუფის წევრებმა მცენარეები დარგეს

ცენტრალურ პარკში ქალაქ ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის (GCAP) სამუშაო ჯგუფის წევრებმა ხე–მცენარეები დარგეს.

პარკში უკვე ქალაქისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯგუფის წევრების სახელობითი ხეებია.

სტუმრებმა ტუიასა და ჯაკარანდას ხეები დარგეს.

შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო ,,Radison Blu Batumi”-ში ქალაქ ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის (GCAP) პრეზენტაცია გაიმართა.

ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქალაქის გარემოს დაცვასა და მდგრადობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ინტერვენციის ხერხების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად