ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია – აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

ამ წუთებში, ისევ გადაკეტილია ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა. აქციის მონაწილეები უკანო პარკირებისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ. 

აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის ახალ დანიშნული უფროსის გათავისუფლებას ითხოვენ. 

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს: "საპატრულო პოლიციამ მოქალაქე დააჯარიმა მოძრაობის შეფერხებისთვის. გამოუწერა 50 ლარიანი ჯარიმა. მან და კიდევ ერთმა პირმა გააპროტესტეს და შეურაცხყოფა მიაყენეს პატრულს, რის გამოც დაკავებული არიან ადმინისტრაციულად 173-ე მუხლით. აქციაზე დაკავებულია 3 პირი 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთოხვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს".

ფოტო: ნეტგაზეთის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად