ბათუმში ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში სტარტი აიღო ევროპის 22-ე გუნდურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში.

ქალთა პირველობაზე 32 გუნდს შორის სამი საქართველოდანაა, კაცების ტურნირში კი სულ 40 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის საქართველოს ნაკრებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიცაა.

პირველი ტურის შეხვედრები საქართველოს გუნდების მონაწილეობით ასე დასრულდა:

ქალები

საქართველო – ჩეხეთი 3:1. გაიმარჯვეს ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ, ყაიმით აასრულეს შეხვედრები ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა

საქართველო 2 – სლოვენია 3,5:0,5. გაიმარჯვეს სოფიკო ხუხაშვილმა, სოფიო გვეტაძემ და მირანდა მიქაძემ, ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნინო ხომერიკმა

საქართველო ახალგაზრდული – სლოვაკეთი 2:2. გაიმარჯვეს ლილე ქორიძემ და ნია დონგვანმა, დამარცხდნენ ეკატერინე ფიფია და თამარ ესაძე.

კაცები

საქართველო – ფინეთი 2:2. გაიმარჯვა გიგა ყუფარაძემ, დამარცხდა ლუკა პაიჭაზე, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ივან ჩერეპანოვმა და ლევან ფანცულაიამ

საქართველო ახალგაზრდული – თურქეთი 2:2. ნოე თუთისანმა, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, ნიკოლოზ კაჭარავამ და გიორგი სიბაშვილმა ყაიმით დაასრულეს შეხვედრები

ხვალ თამაშობენ:

ქალები
საქართველო – თურქეთი
საქართველო 2 – რუსეთი
საქართველო ახალგაზრდული – ისრაელი

კაცები
საქართველო – საქართველო ახალგაზრდული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად