ბათუმში ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა

ბათუმში, დღეს, ჭადრაკში ევროპის 22-ე გუნდურ ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა

ქალები

საქართველო – თურქეთი 3,5:0,5. ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა, ლელა ჯავახიშვილმა, მერი არაბიძემ და სალომე მელიამ კი დაამარცხეს მეტოქეები.

საქართველო 2 – რუსეთი 1,5:2,5. სოფიკო ხუხაშვილმა გაიმარჯვა, ნინო ხომერიკმა ყაიმით დაასრულა ეხვედრა,ხოლო ნინო ბაციაშვილი და სოფიო გვეტაძე კი დამარცხდნენ

საქარველო ახალგაზრდული – ისრაელი 1,5:2,5. ნია დოგვანმა გაიმარჯვა, ეკატერინე ფიფიამ ყაიმით დაასრულა შეხვედრა, ლილე ქორიძე და დიანა ლომაია – დამარცხდნენ.

კაცები

საქართველო – საქართველო ახალგაზრდული 2,5:1,5. ყაიმზე შეთანხმდნენ ბაადურ ჯობა და ნოე თუთისანი, ივან ჩეპარინოვი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი, გიგა ყუფარაძე და ლუკა ობოლაძე, ხოლო ლევან ფანცულაიამ ნიკა კაჭარავა დაამარცხა

ორი ტურის შემდეგ ქალებში უდანაკარგოდ ლიდერობენ რუმინეთის, საქართველოს, რუსეთის და იტალიის ნაკრები გუნდები. კაცებში 4-4 ქულით ესპანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩეხეთის ნაკრები გუნდები დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად