ბათუმში, ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

ბათუმში, დღეს, ჭადრაკში ევროპის 22-ე გუნდურ ჩემპიონატზე მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქალები

საქართველო – რუსეთი 1,5:2,5. ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა ყაიმით დაასრულეს შეხვედრები, მერი არაბიძე კი დამარცხდა.

საქართველო 2 – საბერძნეთი 2,5:1,5. გაიმარჯვა სოფიო გვეტაძემ, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ნინო ბაციაშვილმა, ნინო ხომერიკმა და მირანდა მიქაძემ.

საქარველო ახალგაზრდული – ფინეთი 3:1. გაიმარჯვეს ლილე ქორიძემ, ეკატერინე ფიფიამ და დიანა ლომაიამ, დამარცხდა თამარ ესაძე.

კაცები

საქართველო – სლოვენია 1,5:2,5. დამარცხდა ბაადურ ჯობავა, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ივან ჩეპარინოვმა, ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ.

საქართველო ახალგაზრდული – ისრაელი 2:2. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ნოე თუთისანმა, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, ნიკოლოზ კაჭარავამ და ლუკა ობოლაძემ.

ოთხი ტურის ტურის შემდეგ ქალებში უდანაკარგოდ ლიდერობს რუსეთის ნაკრები, მეორე ადგილზე უნგრეთის ნაკრებია 7 ქულით, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მესამე-მერვე ადგილებს იყოფს. კაცებში 7-7 ქულით სომხეთის, უკრაინის, ინგლისის და რუსეთის ნაკრები გუნდები დაწინაურდნენ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვსდა მეცამეტე- მეთვრამეტე ადგილებს იყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად