ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამაში ჩართვის სურვილი 375-მა სტუდენტმა გამოთქვა, თუმცა სპეციალურმა კომისიამ კრიტერიუმების მიხედვით მათგან 200 შეარჩია.

შერჩეულ სტუდენტებს მერის მოადგილე და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდნენ და დამატებითი ინფორმაცია გააცნეს.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უშუალოდ მუნიციპალურ სამსახურებში გაიარონ სტაჟირება. შესაბამისად, დამსაქმებელი ორგანიზაციები მერიის შპს-ები და აიპ-ები იქნება. სიახლე გახლავთ ის, რომ კონკურსი იყო ძალიან ძლიერი და დასაქმებისთვის შერჩნენ სტუდენტები, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მარცენალდაკარგულები და მაღალი აკადემიური მოსწრებით”,-აცხადებენ ბათუმის მერიაში.

სტუდენტების ანაზღაურება 400 ლარი იქნება და ისინი ივლისაა და აგვისტოში დასაქმდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...