ბათუმში სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება

სოციალური მუშაკები კვლავ ვარდების სკვერში კარავიც გაშალეს. შეკრებილები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ.
გუშინ ერთ-ერთმა სოც-მუშაკმა ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა საჯაროდ. აღნიშნულთან დაკავშირებით მან უკვე მიმართა განცხადებით პროკურატურას.
ამ დროისთვის მისი გამოკითხვა არ მომხდარა. “გთხოვთ ჩვენ არ გვინდა ბრძოლა. ის მოთხოვნები, რაც არის გაითვალისწინონ. მელოდება ბენეფიციარები. მყავს ძალადობის მსხვეროლი ბავშვი, რომელიც ელოდება ჩემს კონსულტაციას,”- აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული სოც-მუშაკი ნაიარა კორძაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...