ბათუმში სკვერების, პარკების, ეზოებისა და ტროტუარების გამწვანება გრძელდება

ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური” სკვერების, პარკების, ეზოებისა და ტროტუარების გამწვანებას აგრძელებს.

დღეს 26 მაისისა და ბესიკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 ძირი ხე-მცენარე (ტუია ოქროსფერი პირამიდული, ფოტინია, მაგნოლია სულანჟა) დაირგო.

გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხეები ბავშვებმა და მოქალაქეებმა დარგო. გამწვანების სამუშაოებში №5 საბაშვო ბაღის აღსაზრდელები და აღმზრდელ-მასწავლებლები ჩაერთნენ. დღეიდან პატარებს სახელობითი ხეები აქვთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად