ბათუმში, შვიდი ადამიანი საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაციით, ინფექციურში გადაიყვანეს

ბათუმში, შვიდი ადამიანი საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც პაციენტების ნათესავები ამბობენ, შვიდივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია, ისინი ვახშამზე ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც ხინკალი მიირთვეს.

ექიმების პირველადი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ადგილზე იმყოფებიან, როგორც მოწამლულების ნათესავები, ისე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. დგინდება დეტალები, თუ რამ გამოიწვია, მასიური ინტოქსიკაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...