ბათუმში შობა ტრადიციული ალილოთი აღინიშნა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში, ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო მოეწყო. საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები შეუერთდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ მრევლს შობა მიულოცა და კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა – ,,შობა განსაკუთრებული დღესასწაულია. შობა არის ახალი სიცოცხლის და იმედის სიმბოლო, გისურვებთ იმედების ასრულებას მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას“.

ალილო 12 საათზე დაიწყო და ბათუმი მოიცვა. ალილოს მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან, ქვეყნისთვის თავდადებულთა პატივისცემის ნიშნად შეჩერდა და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

შობის მახარობლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბათუმის მერი, საზოგადოების წარმომადგენლები საშობაო ნობათით შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად