ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორმა ქ. ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.

2013 წელს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა ქ. ბათუმის შშმ პირთა ცენტრის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და აღჭურვა დაიწყო. ცენტრის შენობა – ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ამ კუთხით მუშაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ, იდეის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ. მოგეხენებათ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“ სახელმწიფო პროგრამებს ნაქირავებ ფართში ახორციელებდა, სადაც შშმ პირებისათვის არ იყო შექმნილი სათანადო გარემო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ცენტრს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ყოფილი ბავშვთა სახლის ეს შენობა. 2013 წელს კი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ დაიწყო შენობის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, ერთი წლის თავზე დასრულდა ცენტრის სრული აღჭურვა. მიხარია, რომ ჩვენ ერთად შევძელით და შევქმენით კეთილმოწყობილი გარემო, სადაც აჭარაში მცხოვრები 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მთელ დღეს ატარებს.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად