საპროტესტო აქციაზე დაკავებული: პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია, ფილმის რეჟისორს შევაგინე

გუშინ ღამით, ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთან” ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის დროს გამართულ საპროტესტო აქციის დროს დაკავებული სამი პირიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთს ლაშა ჩაჩხუნაშვილს 1000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, დანარჩენ ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ისინი აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

მოსამართლის განმარტებით, მტკიცებულებებით ლაშა ჩაჩხუნაშვილს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დაუდგინდა. ასევე,  მოსამართლის თქმით, მას რამდენიმე დღის წინ უკვე ჰქონდა სიტყვიერი გაფრთხულება მიცემული. ჩაჩხუნაშვილმა ჩადენილი დანაშაულის გამო სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და უცენზურო სიტყვებით არ მიუმართავს. მისივე განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში იყო და მხოლოდ ფილმის რეჟისორს შეაგინა, რითაც საკუთარი პროტესტი გამოხატა ლევან აკინის ფილმთან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად