ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მოძრაობა “ალტერნატივას” რამდენიმე წევრი დააკავეს

ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოძრაობა “ალტერნატივას” რამდენიმე წევრი დააკავეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა წესრიგის და დაუმორჩილებლობის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

“შეკრებილია რამდენიმე აქტივისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები წარმოდგენილია ადგილზე და ვიცავთ საყოველთაო წესრიგს. აქციის მონაწილეებს არაერთხელ მიეცათ რეკომენდაცია დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დისტანცია. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და მოგვიხდა მათი დაკავება“, – აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები არიან შეკრებილები და ე.წ. სირცხვილის კორიდორს აწყობენ. ისინი საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრებს, რომლებიც საოლქო კომისიაში აარჩვენო მასალებით ბრუნდებიან, ხვდებიან შეძახილებით- ,,მონებო”, „გამყალბებლებო“, „სირცხვილი თქვენ“. ალტერნატივას წევრები ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციურ პარტიებს არ წარმოადგენენ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. მათივე თქმით, ამ ფორმით ცდილობენ გააპროტესტონ ქვეყანაში არსებული ვითარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად