ბათუმში სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარისმთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

აჭარის ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 150 – მდე წარმომადგენელი მიმდინარე პროექტების შეფასებას პირადად მინისტრისგან გაეცნო. დავით სერგეენკომ მოხსენებისას ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციისპროგრამებზე  გაამახვილა.  აჭარაში ჯანდაცვის მიმართულებით შემუშავებული ახალი პროგრამებისა და გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია ექიმებსრეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ მიაწოდა. მისი თქმით, 2013 წელს რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 11 პროგრამა ჰქონდა, დღეს კიბიუჯეტის 100 %-იანი ზრდის პირობებში 32 პროგრამა ხორციელდება. გაზრდილია ბიუჯეტი როგორც ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციების, ისეონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების ნაწილში. 2019 წლიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ზრდის ბენეფიციართა საზღვარგარეთ მკურნალობისდაფინანსებას.

ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვის შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა პირებმააუდიტორიის მოსაზრებები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეs.

სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლამარა კალანდარიშვილს მედიცინისდარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება გადასცა

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად