ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბათუმში, ურეხის დასახლებაში სახლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 პირის ნანგრევებიდან ამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან – სავარაუდოდ ბიძა და ძმისშვილები.
ადილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელსაც დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავს.