ბათუმში საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის (IMLA) რიგით 26-ე კონფერენცია გაიხსნა

დღეს, სასტუმრო შერატონში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის (IMLA) რიგით 26-ე კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი: „ბათუმი პირველად მასპინძლობს ამ კონფერენციას, აქ იქნება განხილული გამოწვევები, რომელიც დგას საზღვაო განათლების მიმართულებით, ახალი მიდგომები, ინოვაციები რაც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ რეგიონში არსებულ საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებები გაეცნონ და იმსჯელონ სხვა გამოცდილ ხელმძღვანელებთან და ლექტორებთან ერთად, ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების მხარდაჭერა, ვინაიდან განათლება და განსაკუთრებით საზღვაო განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“.

IMLA-ს კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაო უნივერსიტეტებში. 2018 წელს IMLA-ს კონფერენციის მასპინძლობის კონკურსში გამარჯვებული გახდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.

კონფერენციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად