ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება.

დაიწყო ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია.

გარდა ცენტრალური ქუჩებისა, მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა წერეთლის ქუჩას, ,,ბათუმი პლაზის” მიმდებარე ტერიტორიას, ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთს ბაგრატიონიდან ორბელიანის ქუჩამდე, პუშკინის, მელიქიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებს.

სპეციალური ხსნარებით დამუშავდა აღნიშნულ ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰიპერმარკეტებისა და ჰოსპიტლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორიები.

სადეზინფექციო სამუშაოები, ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად, აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა განახორციელეს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად