ბათუმში,რიგით მერვე სეზონური სკოლა “დიგიტალური ქართველოლოგია და კავკასიოლოგია“ გაიხსნა

2019 წლის 28 სექტემბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება რიგით მერვე სეზონური სკოლა სახელწოდებით – „დიგიტალური ქართველოლოგია და კავკასიოლოგია“. ციფრული კავკასიოლოგიის სეზონური სკოლა საქართველოში პირველად ტარდება.

სეზონური სკოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებას, დიგიტალურ ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში მულტიდისციპლინური რესურსების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა ათვისებას.

სეზონური სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების „ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“-ისა და“ტაოს“-ს პრეზენტაციები.

სეზონური სკოლის ფარგლებში ვორკშოპს ჩაატარებენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი იოსტ გიპერტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – მანანა თანდაშვილი და იენის უნივერსიტეტის პროფესორი დიანა ფორკერი.

სეზონური სკოლა დაფინანსდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად