ბათუმში, ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს, მანქანა დაეჯახა

ბათუმში, ქალს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მედიკოსების ინფორმაციით დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები არ აქვს.

როგორც კლინიკაში გვითხრეს შუახნის ქალს თავის არეში აქვს ჭრილობები, მას გაუკერეს ჭრილობები, ჩაუტარდებქა შესაბამისი გამოკვლევები, ამ დროისთვის ის რჩება ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად