ბათუმში ქუჩების დეზინფექცია იწყება

დღეიდან, ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება.

გუშინ დაგეგმილ სამუსაოებს ხელი, ამინდის გაუარესებამ და წვიმამ შეუშალა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საღამოს 23:00 საათიდან პირველ ეტაპზე ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, გოგებაშვილისა გრიბოედოვის და პუშკინის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია მოხდება, სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, საღამოს საათებში სახლიდან არ გამოვიდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად