ბათუმში, ქუჩების დეზინფექცია გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.

“სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში. ამ ეტაპზე მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარებიც. სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება. ქუჩების მორცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა ძირითად ქუჩას მოიცავს”,-ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად