ბათუმში, ქალს საკუთარ სახლში პირი აუკრეს – მოპარულია ძვირფასი ნივთები და თანხა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ქალს დაყაჩაღების მიზნით პირი აუკრეს, ძვირფასი ნივთები და თანხა კი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. მაუწყებელს ინფორმაცია დაზარალებულის მეზობელმა მიაწოდა. წყაროს ცნობით შემთხვევა დღისით მოხდა, ყაჩაღობის დროს კი დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დაკავებულია ორი პირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად