ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სამშენებლო და სამეურნეო ნივთების 6 მაღაზია დაიწვა

ხანძარმა, როგორც მეპატრონეები ამბობენ, მაღაზიებში განთავსებული საქონელი, მთლიანად გაანადგურა.

როგორც სავაჭრო ობიექტების მფლობელები ამბობენ, ცეცხლის ლოკალიზება, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა, მალევე შეძლეს, რითაც სხვა მაღაზიების გადარჩენა მოხერხდა.

მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ობიექტები, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო დაკეტილი ჰქონდათ, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ხანძარი. ისინი, სერიოზულ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ.

ადგილზე მობილიზებული ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად