ბათუმში, პროფესორ რამაზ სურმანიძის კაბინეტი დაარბიეს

პროფესორი რამაზ სურმანიძე ამტკიცებს, რომ მისი კაბინეტი დაარბიეს. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე განთავსებული დაკეტილი ოფისი რამაზ სურმანიძეს არეული დახვდა. პროფესორის მტკიცებით, დაზიანებული ელექტროტექნიკაც.

დაზარალებული ცდილობს გაარკვიოს რა გახდა დივერსიის მიზეზი, თუმცა ოფისში ამბობს, რომ ძარცვას ადგილი არ ჰქონია. შენობაში გარდა სურმანიძის კაბინეტისა, სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის, ექიმთა საზოგადოებისა და ჩოხოსანთა კავშირის ოფისებია განთავსებული.

„ყველა კარი და ფანჯარა დაკეტილი დავტოვე. დილით რომ მოვედი, საშინელი სიტუაცია დამხვდა, კაბინეტი იყო დარბეული. ყველა დოკუმენტი იატაკზე ეყარა, მაგიდიდან გადაეგდოთ და გაეტეხათ კომპიუტერი. წერილი დამხვდა, რომელშიც მწერდნენ, რომ ქარი ამოვარდა, ფანჯრები გააღო, ყველაფერი ქარმა აურია და არ დამეწყო დამნაშავის ძებნა, რადგან ცილისწამება ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება”, – აცხადებს რამაზ სურმანიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად