ბათუმში პროექტი “ქუჩის პიანინო” დაიწყო

ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე მხატვრების მიერ მოხატული 10 ქუჩის პიანინო არის განთავსებული, რომელზე დაკვრაც, ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.

საკონცერტო დარბაზებში, სპეციალურად მოწყობილ სცენებზე და ბულვარში სპეციალურად მოხატული პიანინოები, მომავალი ორი თვის განმავლობაში დარჩება. ადგილობრივ მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს, დღის ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა ინსტრუმენტზე დაუკრან, 

"ძალიან ვთხოვთ ყველას, როგორც დასასვენებლად ჩამოსულებს, ისე ადგილობრივებს, გაუფრთხილდნენ ამ ინსტრუმენტებს და არ დააზიანონ“,- განაცხადა პროექტის ავტორმა, ბეკო ლეჟავამ.

ქუჩის პიანინო, რომელიც პირველად 2015 წელს ჩატარდა, პროექტის "Check in Georgia” ფარგლებში ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...