ბათუმში ფრინველების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე იმართება ბათუმის ფრინველების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან, თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია – ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გასულ წლებში მოხდა შუამთის სათავლთავლო პლტაფორმისა და თავშესაფარის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ტურიზმის დეპარტამენტი ხელს უწყობს ასევე ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროების განითარებას მათთვის ტურისტების მოზიდვითა და ტრენინგების ჩატარების გზით. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო – რგოლების სახით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ამ მიმართულების პოპულარიზაციას როგორ შიდა, ისე უცხოურ ტურისტულ ბაზრებზე.

ფრინველების ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ უცხოელ ტურისტს იზიდავს. გასულ წლის შემოდგომის სეზონზე ორნიტოლოგიით გატაცებულ ტურისტთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ამ მიზნით ჩამოსულ ტურისტთა 2000-მდე ღამისთევა იქნა აღრიცხული, ხოლო მათ მიერ გაწეულმა დანახარჯმა ჯამში 160 ათასი ლარი შეადგინა. მსგავსი შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბერდვოჩინგის სათვალთვალო პუნქტების გარშემო არსებული სოფლების ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურიზმის ამ მიმართულებას განვითარების დიდი პერსპექტივები გააჩნია რეგიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად