ბათუმში ფერადი პიანინოები 10 სექტემბრამდე იქნება განთავსებული (ფოტორეპორტაჟი)

რამდენიმე დღის წინ, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე მხატვრების მიერ მოხატული 10 ქუჩის პიანინო განათავსეს, რომელზე დაკვრაც, ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.

მუსიკის მოყვარულებს ფერადი პიანინოები შემდეგ ლოკაციებზე ელოდებათ:

1. ორბი თაუერის მიმდებარე ტერიტორია
2. მოცეკვავე შადრევნის მიმდებარე ტერიტორია
3. რესტორან სან – რემოს მიმდებარე ტერიტორია
4. რესტორან ფან-ფანის მიმდებარე ტერიტორია
5. სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორია
6. პირს ბათუმის მიმდებარე ტერიტორია
7. საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია
8. ბულვარის ცენტრალური შემოსასვლელი
9. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია
10. ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორია

მოხატული ინსტრუმენტები ბათუმში, ორი თვის განმავლობაში დარჩება. ადგილობრივ მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს, დღის ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა ინსტრუმენტზე დაუკრან.

ქუჩის პიანინო, რომელიც პირველად 2015 წელს ჩატარდა, პროექტის "Check in Georgia” ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...