ბათუმში წყალარინების ორი სატუმბი სადგური აშენდა

თამარის დასახლებასა და ბარცხანაში ორი წყალარინების სატუმბი სადგური აშენდა. სატუმბი სადგურები 5000-მდე აბონენტს ემსახურება.

სადგურების მეშვეობით აღნიშნული დასახლებების წყალარინების მასა იკრიბება და ,,ბ“ კოლექტორის გავლით ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში გადაიტუმბება. მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ წყალარინების მასა ზღვაში 1100 მეტრის მანძილზე, 40 მეტრ სიღრმეში იღვრება. ბარცხანისა და თამარის დასახლების წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობის ღირებულება 1 მილიონ 200 ათასამდე ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...