ბათუმში, “ორბის” მშენებარე ობიექტზე მუშა ტრაქტორის ქვეშ მოექცა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია

მშენებლობაზე 57 წლის მამაკაცი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით ის მძიმე ტექნიკას მართავდა, რომელიც ამოყირავდა, მამაკაცი კი ქვეშ მოიყოლა. შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარედ, კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე მოხდა. 

როგორც კომპანიაში განმარტეს მძღოლს ბეტონზე ტექნიკა დაუცურდა და ამოყირავდა. მამაკაცი ტექნიკიდან მაშველებმა გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. 

დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მედიკოსების განცხადებით მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და სახის არეში რბილი ქსოვილების ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად