ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამსხვრიეს

პარტიაში, ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. მათივე თქმით, ფაქტი, გვიან ღამით მოხდა.

“მესამე თავდასხმაა ოფისზე და არც ერთხელ არ დამდგარა არავის პასუხისმგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, ეს იგეგმება “ქართული ოცნების” ოფისში სუსის დახმარებით და ახორციელებენ, პატარა ხელის ბიჭები, მონები, ვინც აიპებსა და საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული”, – განაცხადა აიპრესთან საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის, ერთ-ერთმა ლიდერმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...