ბათუმში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველომ კოსოვოსთან 0:1 წააგო

ბათუმში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ევროზონის B ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ევროზონის B ჯგუფის მე-4 ტურის მატჩში კოსოვოს ნაკრებს მასპინძლობდა.

შეხვედრის პირველი ნახევრის მე-18 წუთზე სტუმრების მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთი დავით ხოჭოლავამ მოხვდა თავში და ლორიამ კარში წასულ ბურთზე რეაგირება ვერ მოასწრო – 0:1.

ოთხი თამაშის შემდეგ მოპოვებული ერთადერთი ქულით საქართველოს ნაკრებს მყარად უჭირავს ჯგუფში ბოლო, მე-5 ადგილი

კომენტარები
იტვირთება...