ბათუმში, მშენებარე სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოყოლილი ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ერთს კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გადაცვლილი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. მის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, სახლზე მეორე სართულს აშენებდნენ, რა დროსაც შენობა ჩამოინგრა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სამი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული, მათ საშუალო სირთულის დაზიანებები აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...